ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხვალიდან ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება


ხვალიდან ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება

ხვალიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება. ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. თანამშრომლებმა ჩაიტარეს კოვიდ ტესტირება. "ბაღებში შეტანილია, როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოები, ასევე საგანმანათლებლო რესურსი: ფერადი ქაღალდები, პლასტელინები, მაკრატლები, საღებავი, გუაში, აკვარელი, ფანქრები, კინეტიკური ქვიშა და ა.შ. საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყებენ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს“,_ განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია