- სექტემბერი 03, 2024
ზელენსკი იტალიის პრემიერს: შემდეგში შევეცდები ომის გრაფიკი შევცვალო
- თებერვალი 25, 2022
- , პოლიტიკა
შემდეგში შევეცდები ომის გრაფიკი შევცვალო, რომ მარიო დრაგის დროულად დაველაპარაკო“ - ასე გამოეხმაურა, twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებულ დროს სატელეფონო კომუნიკაცია ვერ მოახერხა. „დღეს 10:30 საათზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის მისადგომებთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. ადამიანები იღუპებოდნენ. შემდეგში შევეცდები ომის გრაფიკი შევცვალო, რომ მარიო დრაგის დროულად დაველაპარაკო. უკრაინა ამასობაში აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის,“- წერს ზელენსკი. ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან დღეს დილით მორიგი სატელეფონო მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი კონტაქტზე არ გავიდა. [sexy_author_bio]