ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზელენსკი მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერს ესაუბრა


ზელენსკი მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერს ესაუბრა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობებმა მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა უკრაინის დასახმარებლად 34 მილიონი დოლარი შეაგროვეს. აქედან სამი მილიონი თავად ვარსკვლავურმა წყვილმა გაიღო. ორი დღის წინ მსახიობებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ზარის საშუალებით გაესაუბრა და მოგვიანებით მათ მადლობა „Twitter“-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით გადაუხადა. „მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ჩვენი მწუხარება გულთან ახლოს მიიტანეს. მათ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 35 მილიონი დოლარი შეაგროვეს. ჩვენ მადლობლები ვართ მათი მხარდაჭერისთვის, თქვენ შთააგონებთ სამყაროს. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ უკრაინის მთლიანობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია