- სექტემბერი 03, 2024
ზურაბ გურული _ “ვერ გაცილებ ბოლო გზაზე, ჩემო ძვირფასო მეგობარო”
- ოქტომბერი 22, 2021
- , პოლიტიკა
ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც თავის მეგობარს, ასევე ექიმს, დათო ბიწაძეს ემშვიდობება. “1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში. მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად; მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და .. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად. აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული; ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი. დათო ბიწაძე, უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა … როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში… ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო; ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ. შეხვედრამდე მზის გადაღმა …” _ წერს ზურაბ გურული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.