პოლიტიკა
რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, "პალიტრანიუსის" წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, იქნება თუ არა ხელისუფლება მზად პროექტში ცვლილებებისთვის, როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში, მის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორებთან დისკუსია დაიწყება