პოლიტიკა
მგონი, ქართულ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ერთდროულად აღნიშნავს: ფარისევლობას, სიყალბეს, ტყუილს, შიშს, მანიპულაციას, შეუზღუდავი ძალაუფლების უსასრულოდ გახანგრძლივების სურვილს, მთელი საზოგადოების დაჩლუნგებისკენ მიდრეკილებას, შენგან განსხვავებული ნებისმიერი მოქალაქის მტრად შერაცხვისკენ სწრაფვას…
2012 წელს, “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ მთელი საქართველო ითხოვდა “სიმართლის კომისიის” შექმნას, რომელიც ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმსა და მასთან დაკავშირებულ სისასტიკეებს შეაფასებდა, ისტორიულ განაჩენს გამოუტანდა მმართველობის კონკრეტულ სისტემას