პოლიტიკა
“გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ არ გამკვირვებია მისი საუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაგრამ კაცი, ზოგადად, ასეთი გონორით 30-ჯერ ამბობდეს ფრაზას - „არ მახსოვს“, ასეთი გონორით 30-ჯერ იტყუებოდეს და სრულ აბსურდს ლაპარაკობდეს, არ ვიცი, საზოგადოებამ შეაფასა, მგონი, ძალიან კარგად ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „ღამის კურიერი“ განაცხადა”, _ ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს